ქართული ღვინო ბელგრადის საერთაშორისო გამოფენაზე
სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში ღვინის, საკვების, ალკოჰოლური სასმელებისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქტი ქართული ღვინის მწარმოებელმა 16-მა კომპანიამ წარადგინა. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის. მასში მონაწილეობა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას, საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას. გამოფენა ბელგრადში ყოველწლიურად იმართება და ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა.