2025 წლის პირველ 10 თვეში ღვინის წარმოების 8-ათასწლოვანი კულტურას ათეულობით ქვეყანაში გაეცნენ. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო და მასშტაბური გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოეწყო. ნიუ-იოკრში გამართული ღონისძიების ათასობით სტუმარს ქართული ღვინის დეგუსტაციის საშუალებაც ჰქონდა. ქართული საოჯახო მარნების პროდუქციამ გამოფენის მონაწილეთა მოწონება და ცნობილი სომელიეების განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურა. ღვინის ქართველი მწარმოებლებს სხვადასხვა საერთაშორისი ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობას ღვინის ეროვნული სააგენტო აძლევს. მიზანი ექსპორტის ხელშეწყობა და ბაზრების დივერსიფიცირებაა.