ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდამჭერი განცხადებები

18:57, 27.01.2025

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარდგენილი. 2025 წელს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე 17.4 მილიონი ლარია გამოყოფილი. პირველი წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის სპეციალურ პრეზენტაციაზე გაიმართება. ქართული ღვინის კომპანიები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტრო კონგრესში Madrid Fusión 2025-ში მიიღებენ მონაწილეობას, ჩატარდება ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც. თებერვლის დასაწყისში ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine-ში და ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში VineExpo Paris-ში.

მსგავსი