„ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ვაშინგტონში

ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ იმართება.

ღონისძიების  ორგანიზატორია საქართველო-აშშ-ს ბიზნესსაბჭო, მხარდამჭერები კი ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს საელჩო ამერიკაში.

ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავს „საფერავის ფესტივალს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაციებს“.

ფორუმის დასკვნითი ნაწილია სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვეობას.

წარმომადგენლობით სამეცნიერო კონფერენციაში მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას.

„საფერავის ფესტივალზე“ წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების წარმოებული სხვადასხვა სტილის საფერავის 25 ღვინო.