ქართული ღვინის გამოფენა ლონდონში

21:56, 22.05.2026

ღვინის წარმოების რვაათასწლოვან ისტორიას ამჯერად გაერთიანებულ სამეფოში გაექცნენ. ლონდონის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ათასობით სტუმარს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი, ათეულობით ქართულმა ღვინის კომპანიამ წარუდგინა. დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიული ბაზარია, შესაბამისად მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ახალი პარტნიორების მოზიდვის და ექსპორტის მაჩვენებლების ზრდის შესაძლებლობას აჩენს. ღვინის საერთაშორისო გამოფენა ლონდონში ყოველწლიურად იმართება.

მსგავსი