ქართული განათლების ხარისხი – ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა
ცნობილი ხდება ხუთი თვის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები. ამ მონიტორინგზეა დამოკიდებული, აღუდგება თუ არა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ევროპულ რეესტრში რეგისტრაცია, რომელიც 2024 წლის დეკემბერში რამდენიმე რეკომენდაციის შეუსრულებლობის, მათ შორის ცენტრის ავტონომიურობის სიმცირის არგუმენტით შეუჩერდა. ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევის დროს ცენტრის მუშაობა, ასევე ცოტა ხნის წინ მომზადებული რეფორმები შეაფასეს და ოთხივე მიმართულებით ევროპულ სტანდარტებთან და მექანიზმებთან შესაბამისობა დაადასტურეს. კვლევის შედეგები ქართულ მხარეს იმედს აძლევს, რომ შემოდგომაზე საქართველო საერთაშორისო სტატუსს აღიდგენს, რაც ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო კავშირებისთვის და სტუდენტების საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.