„ქართული ფოტოგრაფიის წიგნების სერიული გამოცემა,“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც დაბეჭდილი ალბომების პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ალბომები გამოიცა
ბადრი ვადაჭკორიას, დემიკო ლოლაძეს, ჯემალ კასრაძესა და ალექსანდრე კოტორაშვილის ავტორობით. გამოცემებში ფოტოგრაფების მიერ სხვადასხვა დროს გადაღებული ნამუშევრებია გაერთიანებული. მათ ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჟურნალისტთა ფედერაციის მიერ ალექსანდრე როინაშვილის პრემია გადაეცათ.