„ქართული ფოლადის“ 250 თანამშრომელი გაიფიცა

ამ დრომდე გაფიცულია „ქართული ფოლადის“ ფოლადსადნობი საამქროს 250 თანამშრომელი. ისინი ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ.

ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლებს ხელფასების 15-იდან 30%-მდე გაზრდას სთავაზობს.

დათანხმდებიან თუ არა გაფიცულები საწარმოს შემოთავაზებას ჯერჯერობით უცნობია. მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.