ქართული ფილმის წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალზე

12:31, 12.09.2025

გერმანიაში, კობანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო სცენარის ნომინაციაში ფესტივალის პრიზი მოიპოვა შალვა შენგელისა და ირინა ჯავახიძის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „სავსე სიცარიელე“. მთავარ როლს ცნობილი ქართველი მსახიობი, ავთანდილ მახარაძე ასრულებს. ფილმი 2024 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებით გადაიღეს. „სავსე სიცარიელემ“ წელს კიდევ ერთი ჯილდო იტალიაში, „სინემატიკ მოტორ ფესტზე“, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჯილდო დაიმსახურა.

მსგავსი