ქართული ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე

ვენეციის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართული ფილმის პრემიერა გაიმართა. რეჟისორ დიმიტრი მამულიას ნამუშევარი „ბოროტმოქმედი“,  საკონკურსო სექცია „ჰორიზონტში“ აჩვენეს.

ფესტივალზე იმყოფება მთავარი შემოქმედებითი გუნდი. „ბოროტმოქმედი“ უკვე ნახა ფესტივალზე აკრედიტებულმა ათასობით ჟურნალისტმა, რომლებიც ვენეციის კინოფესტივალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშუქებენ.