ქართული ფილმის გამარჯვება ბერლინის ფესტივალზე
ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, რეჟისორ ნოდარ მარშანიშვილის ფილმი „კარს მიღმა“, საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. ფილმში მთავარ როლებს მსახიობები მერაბ ნინიძე და ჯანო იზორია ასრულებენ. პროდიუსერები კი – ნიკოლოზ გუგუშვილი და ვაკო კირკიტაძეა. დრამა ქართველი ემიგრანტი თემოს ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ბერლინში ცხოვრობს და თავის წარსულს გაემიჯნა.