ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე

 ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებს. დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედს“ საკონკურსო სექციაში კონკურენციას 20-მდე ნამუშევარი გაუწევს. ეს არის ფილმი მაღაროში მომუშავე ახალგაზრდაზე, რომლის ცხოვრებას კრიმინალური შემთხვევა რადიკალურად ცვლის.

ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებულ მხატვრულ ფილმს მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ფესტივალზე შეკრებილი კინოხელოვანები 5 სექტემბერს შეაფასებენ.