ქართული ფილმი ტორონტოს ფესტივალზე

21:35, 15.08.2018

ქართველი რეჟისორის ფილმი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. გიორგი სიხარულიძის “ახალი წელი” – ეს არის დრამა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ბევრის ცხოვრებას შეცვლის. 14-წუთიანი ნამუშევარი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის განკუთვნილი პრიზისთვის იბრძოლებს.

კანადურ კინოფესტივალზე საქართველოში გადაღებულ კიდევ ერთ ფილმს, ევა ჰუსონის “მზის გოგონებსაც” უჩვენებენ.

 

მსგავსი