ქართული ფილმი ტამპერეს კინოფესტივალის გრანპრის მფლობელია 

22:05, 13.03.2026

ქართველი რეჟისორის მორიგი წარმატება 49 ქვეყნის 121 ფილმს შორის – მარიამ ხაჭვანის ფილმმა ამჯერად ტამპერეს კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო.

საუბარია 1969 წელს ფინეთში დაარსებულ ფესტივალზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოკლემეტრაჟიანი ფილმების პრესტიჟული ფესტივალია. ნამუშევარი სახელწოდებით „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებზეა.

სცენარი რეალურ ამბავზეა და თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, ქალთა მიმართ ძალადობას ეხება. ფესტივალის მთავარი პრიზის მოპოვებით ქართველი რეჟისორის ფილმმა ოსკარის პლატფორმაზე განთავსების უფლება მოიპოვა.

მსგავსი