ქართული ფილმი „ოსკარზე“ 

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ იქნება.

„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად, წელს სამი ქართული ფილმი იბრძოდა. მათ შორის საუკეთესო კი, კინოცენტრის მიერ მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო.

„ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021  წლის 25 აპრილს გაიმართება. ნომინაციები კი გამოცხადდება 2021 წლის 15 მარტს.