ქართული ფილმი ნიუ-იორკის ფესტივალზე 

22:05, 23.04.2021

ცნობილ საერთაშორისო კინოფესტივალზე მალე კიდევ ერთ ახალ ქართულ ფილმს აჩვენებენ.

ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი სახელწოდებით „მეოთხე ბრაიტონი“ ემიგრაციაში წასული ქართველი მოჭიდავის ისტორიაზე გვიყვება. ფილმის პრემიერა ივნისში, ნიუ იორკში, 20-წლიანი ისტორიის მქონე „ტრაიბეკას“ ფესტივალზე გაიმართება.

ფილმში მთავარ როლს ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. სურათი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგია. მეხუთე ბრაიტონის თანაპროდიუსერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია.

მსგავსი