ქართული ფილმი ლოკარნოს კინოფეტივალზე

ფილმი ადამიანურ ურთიერთობებზე და თანამედროვეობის პრობლემებზე – შვეიცარიაში მალე, ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი დრამის პრემიერა შედგება. ორი ქვეყნის კოპროდუქცია იმ სოციალურ თემებს ეხება, რომლებიც დღემდე გამოწვევად რჩება. ფილმში მოქმედება დაბა გრიგოლეთში ვითარდება. რეჟისორმა ელენე ნავერიანმა ფილმისთვის როგორც არაპროფესიონალი ისე რეგიონების თეატრების მსახიობები შეარჩია. აგვისტოში, ლოკარნოს 74-ე კინოფესტივალზე ფილმი „სველი ქვიშა“, სექციაში „აწმყოს რეჟისორები“ მთავარი პრიზისთვის 15 კინოსურათს შორის იბრძოლებს.