ქართული ფილმი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე

ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ცნობილ საერთაშორისო კინოფესტივალზე.

იოსებ ბლიაძის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „ჩემი ოთახი“ კარლოვი ვარის ფესტივალის მთავარ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ნამუშევარი პანდემიის პერიოდს და ახალ რეალობაში ორი ახალგაზრდა ქალის ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს.

„ჩემი ოთახი“ მსოფლიოდან შერჩეულ 12 ფილმს შორის მოხვდა. ეს უკვე ქართველი რეჟისორის მეორე წარმატებაა. შარშან კარლოვი ვარის ფესტივალზე კრიტიკოსთა პრიზის მფლობელი სწორედ იოსებ ბლიაძის კინოსურათი, სახელწოდებით „ოთარის სიკვდილი“ გახდა.