ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრიუსელში

ქართველი კინემატოგრაფისტების ნამუშევრებს ბელგიის დედაქალაქში წარმოადგენენ.

ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „ბოზარი“ ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს, რა დროსაც ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმებთან ერთად, ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრებსაც აჩვენებენ. ხელოვნების ცენტრში მისული მაყურებელი აგვისტოს ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიულ ეპიზოდზე გადაღებულ და არაერთი პრესტიჟული ფესტივალის გამარჯვებულ ცნობილ ფილმს, „შინდისსაც“ ნახავს.