ქართული ფილმები როტერდამის ფესტივალზე

ორი ქართული ფილმი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ნინო ჟვანიას სადებიუტო მხატვრულ ფილმს „აღლუმი“ და მიშო ანთაძის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ნამუშევარს „მოსავალი“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კინოფესტივალზე ორ სხვადასხვა სექციაში იანვრის ბოლოს უჩვენებენ.

როტერდამში „აღლუმის“ ევროპული, ხოლო „მოსავლის“ მსოფლიო პრემიერა შედგება.

ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.