ქართული ფილმები ლონდონში - დიდი ბრიტანეთი ფესტივალს მასპინძლობს

ქართული ფილმები ლონდონში. საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისადმი და ქართული კინოს 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი ფესტივალს მასპინძლობს.

ღონისძიებები მრავალფეროვანია და კინოპროგრამის გარდა, კინოპოსტერების გამოფენას, საინტერესო დისკუსიების წარმართვას, ქართული კულინარიისა და მუსიკის წარდგენას მოიცავს. ფესტივალი ბრიტანულ-ქართული საზოგადოებისა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ტარდება.

რა ჩვენებები და ღონისძიებებია დაგეგმილი – ნინუცა კახნიაურის სიუჟეტი.

 

დატოვე კომენტარი