ქართული ფესტივალი ლევილში

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება. მეორე კვირის ბოლოს მაყურებლის წინაშე ანსამბლები „რუსთავი“ და „ბასიანი“, ეთნოჯაზბენდიირიაო“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი წარდგება. გაიმართა შეხვედრები ქართველ ფეხბურთელებთან. წარმოდგენილი იყო ტიხრული მინანქრის ნიმუშების გამოფენა.

კულტურის სამინისტროსა და მთავრობის მხარდაჭერით, ფესტივალი 24 მაისიდან დაიწყო და დასრულდება 14 ივლისს. ღონისძიებები იმართება ყოველ შაბათ-კვირას.