ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატებიდან 37 წელი შესრულდა

დღეს, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატებიდან 37 წელი შესრულდა – 1981 წლის 13 მაისს, უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამო“, გერმანულ იენის „კარლ ცაისს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გერმანელები დაწინაურდნენ, ვლადიმირ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ მეტოქის კარი ორჯერ აიღეს და ქართული კლუბი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

1981 წლის 13 მაისი ქართული სპორტის და მთლიანად, ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში ამ პრიზს თბილისელთა გარდა მხოლოდ კიევის „დინამო“ დაეუფლა.