თბილისის „დინამო“ თურქეთში ემზადება
თბილისის „დინამო“ თურქეთში ემზადება

თბილისის „დინამო“ მოსამზადებელი ეტაპის გასამართად თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრა. ფეხბურთელები სასტუმროში უკვე დაბინავდნენ, საღამოს კი მსუბუქად ივარჯიშეს.

დინამოელები 26 იანვრიდან ოთხ ტესტმატჩს გამართავენ ლუგანსკის „ზორიასთან“, პოლონურ „სანდეციასთან“, პოლტავის „ვორსკლასთან“ და კიევის „არსენალთან“.

გუნდს თურქეთში შეუერთდებიან დავით კობოური, აკაკი შულაია და გიორგი კუცია, რომლებიც გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა.

დინამოელები შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ: დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, ფირუზ გაბიტაშვილი, ბექა ხარშილაძე, ლაშა უგრეხელიძე, თორნიკე ძოწენიძე, გიორგი ხარშილაძე, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლაშა ქოჩლაძე, ლევან ხარაბაძე, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, თემურ გაბუნია, პაატა კიტეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე და დმიტრო ივანისენია.