ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე. შედეგებთან ერთად, განთავსებულია აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა. შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ.  ცენტრი გამოცდების შედეგებს, გასწორების პროცესის დასრულებისთანავე აქვეყნებს. გუშინ, 31 ივლისს,  ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.