14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს დროშები აღიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე.
საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.