ქართული დროშის დღე

საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა და ქართული დროშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დროშა სახელმწიფოებრიობისა და ტრადიციების სიმბოლოა და ეროვნული დროშა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გვერდზე მის კუთვნილ ადგილს იკავებს.