ქართული ჟურნალისტიკის დღე

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან აღინიშნება. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეს დღე ერთობლივად დააწესეს. თარიღი პირველი ქართული გაზეთის, ჯერ „საქართველოს გაზეთის“, შემდეგ კი,  „ქართული გაზეთის“ დაარსების დღეს უკავშირდება. სწორედ 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს, გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი.

მოამბე

დატოვე კომენტარი