ქართული ჟესტური ენის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ქართული ჟესტური ენის სამსაფეხურიანი კურსის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. კურსი ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მონაწილეებმა ჟესტური ენის საფუძვლები შეისწავლეს და პრაქტიკული საკომუნიკაციო უნარები განავითარეს.