ქართული დიპლომატიის გამოწვევები  

პარლამენტში მიმდინარე შეხვედრების დროს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ დიპლომატიურ კორპუსზეც ისაუბრა. მომავალ წელს მიხეილ ჯანელიძის უწყება ახალი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელმაც დიპლომატების სოციალური და შრომითი დაცვის პირობები უნდა გააუმჯობესოს. მანამდე კი ექსპერტები საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ გამოწვევებზე მიუთითებენ, რომელთა წინაშე ქართული დიპლომატიური მისიები დგას. თუ ოპოზიცია ძირითადად ქართველი დიპლომატების პასიურობაზე აპელირებს, ყოფილი ელჩები მთავარ პრობლემად კარიერული დიპლომატების დეფიციტს ასახელებენ და მთავრობას პოლიტიკისგან დიპლომატიის მკვეთრად გამიჯვნის რეკომენდაციას აძლევენ.