ქართული დიასპორის დღეები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით, დიასპორული ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა. ფორუმის დასკვნით ღონისძიებაზე მინისტრმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში დიასპორის როლს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა.