ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, შუა დერეფანში საქართველოს როლი და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პირველი დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, ქართველმა კანონმდებლებმა დილიდან არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართეს. მათ შორის ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრთან. სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების პარალელურად, ჩინეთის და საქართველოს მმართველი პარტიები თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტში გაწერილი იქნება როგორც პოლიტიკური, ისე ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები.
„მოამბე“ პეკინშია – მარიამ ბერძენიშვილი ქართული დელეგაციის დღევანდელი შეხვედრების დეტალებით.