ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, სრულიად ჩინეთის ახალგაზრდული ფედერაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მისივე განმარტებით, საუბარი შეეხო მათ შორის ახალგაზრდებისთვის გაცვლით პროექტებს, ერთობლივი ტრენინგების ჩატარებასა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებს.