ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა დღეს არაერთი შეხვედრა გამართეს. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩინეთის ახალგაზრდული ფედერაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები დასახეს. მათ შორის, აღინიშნა, რომ 2027 წლის ზაფხულში მსოფლიო ახალგაზრდული განვითარების ფორუმი, რომელიც ჩინეთში გაიმართება, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციაცაა მიწვეული.
მანამდე კი, უმრავლესობის დეპუტატები ჩინეთის ქალთა განათლების ინსტიტუტში იმყოფებოდნენ, სადაც ქალთა განათლების საკითხებზე დისკუსია შედგა. ამასთან, დღის ბოლოს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელს შორის, სადაც საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას შეეხება.
მარიამ ბერძენიშვილის ჩართვა #მოამბე