ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა დღეს არაერთი შეხვედრა გამართეს. დეპუტატები ჩინეთის ქალთა განათლების ინსტიტუში იმყოფებოდნენ, სადაც ქალთა განათლების საკითხებზე დისკუსია შედგა. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. დღის მეორე ნახევარში კი დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელს შორის, სადაც საუბარი ორ ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას შეეხება.