ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში
ჩინეთის რესპუბლიკაში ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება.
დელეგაციას საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა. ამასთან, შედგება შეთანხმება მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის თავში ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დაახლოებას მოიცავს. ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩინეთის წამყვან ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.