ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

21:27, 12.11.2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში იმყოფება.

ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, მმართველი გუნდის დეპუტატია ჩინელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს და საპარლამენტო კავშირებთან ერთად სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებასაც ცდილობს. პეკინიდან დელეგაციამ სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ჭეძიანგის პროვინციაში გადაინაცვლა. სწორედ ამ პროვინციაშია განთავსებული არაერთი მსხვილი ჩინური სავაჭრო და ტექნოლოგიური კომპანია. ქალაქი ჰანგჭოუ, რომელსაც დეპუტატები სტუმრობენ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხრივაც გამორჩეულია. საპარლამენტო დელეგაცია ტექნოლოგიურ მიღწევებს, სტარტაპ და ინოვაციურ პროექტებს ეცნობა. გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ქართველი პარლამენტარები მიიღო ჭეძიანგის პროვინციის ეროვნული კონგრესის ვიცე-სპიკერმაც. შეთანხმდნენ, რომ ჰანგჭოუ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქთან დაძმობილდება.

მსგავსი