ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

21:26, 11.11.2026

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის.

ქართული საპარლამენტო დელეგაციის პეკინში ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყანა საპარლამენტთაშორისო კავშირების გააქტიურებაზე შეთანხმდა. პოლიტიკური ურთიერთმხარდაჭერის გარდა, მაღალი დონის შეხვედრებზე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება და კულუტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობა განიხილეს. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები. ქართველი კანონმდებლები პეკინის წამყვან უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელ კურსზე ჩარიცხულ ჩინელ სტუდენტებსაც შეხვდნენ. ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ქართული საპარლამენტო დელეგაცია ქალაქ ხანგჭოუში გადაინაცვლებს. ჭეძიანგის პროვინციის დედაქალაქი ჩინეთის   ტექნოლოგიური ჰაბი და ინოვაციების ცენტრია.

„მოამბე“ პეკინიდან – საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს მარიამ ბერძენიშვილი აშუქებს.

მსგავსი