ქართული დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში

შტატებში მყოფი ქართული დელეგაცია დღეს მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში. განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. გუშინ კი დისკუსიები გაიმართა როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. მათი განცხადებით, სენატორის მხრიდან შტატებში ქართველების ვიზიტი პოზიტიურად შეფასდა და მზაობა გამოითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს. ხაზი გაესვა ეკონომიკურ დიპლომატიასა და ეკონომიკის განვითარებას, აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის როლზეც.