ქართული დელეგაციის მანდატების საკითხი

15:15, 06.04.2025

გაუგრძელებს თუ შეუჩერებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს დელეგაციას მანდატს? – საკითხი მომავალ კვირას სტრასბურგში გადაწყდება, სადაც ასამბლეის სხდომაა ჩანიშნული. ქართული მხარე აცხადებს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს მოთხოვნა არასამართლიანია, თანაც იმ ფონზე, როდესაც მმართველი გუნდის თქმით, გაყალბების რაიმე მტკიცებულება მათთვის არავის წარუდგენია. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საგაზაფხულო სესიაზე ქართველი დეპუტატების მანდატები ცნო, თუმცა იმის გამო, რომ იმავე სესიაზე მიღებული რეზოლუციის სულისკვეთება და დათქმები ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი იყო, მმართველმა პარტიამ ასამბლეაში მუშაობაზე უარი თავად თქვა.

მსგავსი