ქართული დელეგაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიაში მონაწილეობს. ჟენევაში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ზაზა ლომინაძე. ასამბლეის ფარგლებში, მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში. მისი განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სერვისებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა, ეფექტიანი და პრევენციაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოსაყალიბებლად, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აუცილებელია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და მართვას ეთმობა.