„ქართული დასის“ შეხვედრა ამომრჩევლებთან

15:31, 06.09.2020

ავტოდილერებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ. ავტოდილერები აცხადებენ, რომ პანდემიის გამო, მათ შეუმცირდათ გაყიდვები და ავტომობილებზე განბაჟების დროის გახანგრძლივებას ითხოვენ, მათ პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა მარტის თვემდე აქვთ. დილერები საშეღავათო ვადის მოქმედების გავრცელებას მაისის თვის შემდეგ იმპორტირებულ მანქანებზეც ითხოვენ.  „ქართული დასის“ ლიდერის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყება და ისინი დილერებს ხელისუფლებასთან დიალოგში დაეხმარებიან.

მსგავსი