ქართული არქიტექტურის 100 წელი სამხატვრო აკადემიაში

22:05, 16.10.2026

თბილისის ისტორიული ღირსშესანიშნაობები, გამორჩეული შენობები, უნიკალური ნაგებობები – დედაქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ნაგობების არქიტექტურულ ესკიზებსა და ნიმუშებს დამთვალიერებელი ერთ სივრცეში ნახავს. სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურული დოკუმენტების გამოფენა იგეგმება. უნიკალურ ექსპონატებს შორის იქნება თბილისის 70-იანი წლების გენერალური გეგმა და წლების განმავლობაში საიდუმლო დოკუმენტად მიჩნეული ალბომი.

არქიტექტურის ფაკულტეტით იწყება სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენების სერია. მომავალში საზოგადოება სხვა ფაკულტეტების ისტორიას და უნიკალურ დოკუმენტებსაც ექსპოზიციის სახით იხილავს.

მსგავსი