ქართული არმიის დღე

საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნები იწყება. ეს იქნება იმ სწავლების მასშტაბის მანევრები, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გამგზავრების წინ გერმანიაში გადიოდნენ.

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სწავლების პირველი მონაწილე ამერიკელ სამხედროებთან ერთად მეოთხე ბრიგადის 43-ე ბატალიონია. სამი წლის განმავლობაში კი სულ ცხრა ბატალიონის გაწვრთნა იგეგმება.

სიახლის შესახებ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გახდა ცნობილი, სადაც დღეს საიუბილეო ღონისძიებას უმასპინძლეს.

ქართული არმია დაარსებიდან 27-ე წლის იუბილეს აღნიშნავს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროებს პროფესიული დღე ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს.

მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, 1991 წლის 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ქართული ჯარის ისტორიაც.