ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ მათ კუთვნილ ვებ-პორტალზე, „არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა“, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დადებული კონტრაქტების მონაცემთა ონლაინ ბაზას აქვეყნებს.

ვებგვერდზე ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებსაც ევროკომისია პირდაპირ აფინანსებს და ვებგვერდის მიზანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. როგორც გვერდზე წერია, ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და სამოქალაქო საზოგადოების ტრადიციული პრინციპებისგან განსხვავებით, არ წარმოადგენენ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს, არამედ გამოხატავენ ბრიუსელის ინსტიტუტების ხმასა და ნებას, რომლებსაც ევროკომისია მხარს 2019 წლიდან 2023 წლამდე უჭერდა. გამოქვეყნებულ სიაში არაერთი ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მოხვდა, რომლებსაც ათეულ ათასობით დაფინანსება ევროპული სტრუქტურებიდან ან ევროკავშირის ქვეყნებიდან აქვთ მიღებული. არასამთავრობო ორგანიზაციების თანხების გასაჯაროება პოლიტიკური შეფასებების თემაა. თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. კახა კალაძის განცხადებით მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა იყო.