ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება

კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი. აღნიშნული თემა ევროპარლამენტში ინიცირებულმა წინადადებამ გააქტიურა. პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით აქვს კითხვები.

ინიციატივამ საქართველოს ხელისუფლების ტონი კიდევ უფრო გაამწვავა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რევოლუციის მოწყობის მცდელობაში და დაფინანსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ეს კი იმ ფონზე, რომ ბრიუსელი საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების გამო, დაფინანსების მიმართვას სამოქალაქო სექტორისკენ გეგმავს.