ქართული ანიმაციური პროექტი

ქართველი რეჟისორის ანიმაციურმა ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებული სრულმეტრაჟიანი ანიმაციის ავტორი რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილია. ნამუშევარი ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს და ანიმაციური ფილმის გადაღება მოგვიანებით იგეგმება, თუმცა ავტორი უკვე არაერთ ფესტივალზეა მიწვეული. მათ შორის ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი მიწვეულია საფრანგეთის ანიმაციური ფილმების ფესტივალზეც. პროექტირების ეტაპის დასრულების შემდეგ, უშუალოდ ფილმზე დაიწყება მუშაობა, საბოლოო პროდუქტს კი მაყურებელი  2025 წელს იხილავს.