ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი
მეექვსე ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი დასრულდა.
თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიება საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა შეაჯამეს. ფორუმის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმასა და მიმართულებებზე შეთანხმდნენ, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს უწყებათაშორის სექტორულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით. ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას პარტნიორი სახელმწიფოების იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ყოველწლიურად ღონისძიებას თბილისი და ერევანი მორიგეობით მასპინძლობს. ფორუმის ფარგლებში, სომხეთის იუსტიციის მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. გაიმართა ორმხრივი შეხვედრა პაატა სალიასა და სრბუი გალიანს შორის.