ქართულ მაუწყებლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება - შეფასებები

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი – სამ ქართულ მაუწყებელს, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილების გამო, მაუწყებლები ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი. ტელეკომპანია „იმედი“ მოლდოვას მთავრობის გადაწყვეტილებას, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსაც მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ტელეკომპანიამ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს დაეფუძნა, სადაც ჟურნალისტი რასა იუკნევიჩიენესთან გასაუბრებას ეცადა. მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში.