ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, – ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. მათი ცნობით, მიღებული გადაწყვეტილების გამო, მაუწყებლები ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი. ტელეკომპანია „იმედი“ მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილებას, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსაც მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ტელეკომპანიამ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს დაეფუძნა, სადაც ჟურნალისტი, რასა იუკნევიჩიენესთან გასაუბრებას ეცადა.
ქართული მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.